ბერმუდის სამკუთხედი-ეს არის ძალიან საინტერესო თემა. მასზე ძალიან დიდი ინფორმაცია არსებობს. როცა მე და ნატომ ერთ-ერთ საიტზე წავიკითხეთ ბერმუდის სამკუთხედზე მცირედი ინფორმაცია და სურათებიც დავათვალიერეთ, დავინტერესდით და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ბერმუდის სამკუთხედზე კლასის საათი. შევეცადეთ მოგვეძიებინა მასზე უფრო მეტი ინფორმაცია და წარმოგვედგინა კლასისათვის.
გაგვაოცა ერთმა ფაქტმა, ბერმუდის სამკუთხედში აღმოჩენილია უცხოპლანეტელების ჩონჩხი, ეს იყო ყველაზე დიდი აღმოჩენა, წყალქვეშა ქალაქმა და მინის პირამიდებმა გაგვაოცა.
ჩვენი პროექტი საინტერესო და ბევრი ინფორმაციით დახუნძლული გამოვიდა.კლასელებიც დაინტერესდნენ, შეკითხვებიც მოგვაყარეს, თვითონას გამოთქვეს თავიანთი აზრი
პრეზენტაცია Power Point-ში მოვამზადეთ და ინფორმატიკის კაბინეტში გავაცანით კლასელებს
ბევრი ვეცადეთ და იმედია კარგიც გამოგვივიდა!
ქეთი ჯამასპიშვილი, ნატო ბულისკირია